სოფლის მეურნეობის სამინისტრო იაპონიის ბაზარზე მარკეტინგულ ღონისძიებებს იწყებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარკეტინგული აქტივობები უმეტესად ღვინოს შეეხება და აკ კუთხით პარტნიორი უკვე შერჩეულია.
"წლის ბოლომდე სამიზნე ბაზრებზე სამოქმედო გეგმების შემუშავება დასრულდება და მომავალ წლისტვის უკვე ინტენსიურ აქტივობას დავიწყებთ. ისიც აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა ისტორიულ ელემენტებთან. ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს იაპონიის ბაზარზე თავისი ადგილის მოპოვების შანსი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში.

























