მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარების სტარტეგიის დამტკიცებას წლის ბოლომდე გეგმავს

585d2ffeb723c
BM.GE
24.12.16 10:00
1319
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარების სტარტეგიის დამტკიცებას წლის ბოლომდე გეგმავს. ოგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიზნესკონტრაქტის ეთერში განაცხადა, ეს იქნება ახლებური მიდგომა, რომელიც ევროკავშრში დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და სხვადასხვა უწებების მაქსიმალურ კოორდიანციას გულისხმობს.

"პროექტი სოფელში მოსახლეობის დონის ასამაღლებლად მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასა და სოციალურ საკითხებს გულისხმობს. რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხების გაუმჯობესება მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს მიერ ხორციელდება, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ერთიანი სტრატეგია გვქონდეს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რგოლი, სამინისტრო თუ უწყება მაქსიმალურ კოორდინაციას მოხდენს.

ადგილზე სამოქმედო ჯგუფების ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ფაქტიურად სახელმწიფოს მხრიდან ქვემოდან ზემოთ ინიციატივების განხილვა-გადამუშავება მოხდება და პოლიტიკის დაგეგმვაში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ინიციატივები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები