მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი მარეგულირებელი კანონი ექნება - რა შეიცვლება?

2025 წლის 1-ელი იანვრიდან სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი მარეგულირებელი კანონი ექნება. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელზედაც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იმუშავა.

დოკუმენტი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციებს განსაზღვრავს. კანონში პირველად გაჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები, ასევე შემოვა ფერმერთა რეესტრის წარმოების პრაქტიკაც, ანუ შეიქმნება ყოველწლიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანიც მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება იქნება.

სიახლე იქნება ისიც, რომ დღეს მოქმედი სოფლის განვითარების სააგენტო გადამხდელთა სააგენტოდ ფორმირდება , რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების მანდატიც ექნება. კერძო სექტორის შეფასებით, კანონპროექტი ჯერ ძალიან ნედლია და სხვადასხვა მიმართულებით დახვეწას საჭიროებს. მათ შორის, ახალმა კანონმა მუნიციპალიტეტების როლიც უნდა გაითვალისწინოს, რადგან ფერმერებს ყველაზე ხშირი შეხება სწორედ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქვთ.

სტუმარი: რუსუდან გიგაშვილი - "მომავლის ფერმერის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები