მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება

5bdadac2acc05
დავით ჯალაღონია
01.11.18 14:50
877
2019 წელს მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, გასულ წლებთან შედარებით პროგრამა უფრო მიზნობრივი გახდება და ძირითადად, თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება.

„როგორც იცით, რეგიონული განვითარების ფონდიდან ვაფინანასებთ პროექტებს რომელთა ღირებულება 50 000 ლარზე მეტია, მაგრამ ხშირად სოფლებში საჭიროებაა მცირე პროექტების, როგორიცაა სკვერების მოწესრიგება, უბნის კეთილმოწყობა, სანიაღვრეების გაწმენდა და ა.შ. პროგრამა აღდგა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ადრე იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ეს პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ბიუჯეტი 20 მილიონია. თანხის აუთვისებლობის, პროექტების სიმცირის შემთხვევაში, თანხა ისევ რეგიონული განვითარების ფონდს დაუბრუნდება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ.

„ჩვენ შევისწავლეთ პროგრამაში აქამდე დაფიქსირებული ხარვეზები. დეტალები საკითხის განხილვისას კიდევ უფრო დაზუსტდება“, - აღნიშნა მან.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები