მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოფლის ნობათი”: ერთ წელში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა

603ce0aeb8e35
ლიკა გურაბანიძე
06.03.21 17:13
1481
“ბოლო ერთ წელში, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებლების ქცევა შეიცვალა.” - ამის შესახებ “სოფლის ნობათის” მარკეტინგის მენეჯერმა ლევან გურგენიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც გურგენიძემ აღნიშნა, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული ვითარება სხვა ბიზნესების მსგავსად კომპანიას მწვავედ შეეხო. მისივე თქმით, მომხმარებლების შეცვლილი ქცევა უახლოესი ერთი ან ორი კვარტალის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.

“მომხმარებლები საბაზისო პროდუქციის შეძენაზე გადაერთნენ, რაც კომპანიის მომგებიანობაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. ამ ეტაპზე განსაკუთრებულად პოზიტიურ დინამიკას ვერ ვხედავთ. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ კოვიდის აღმოფხვრის შემდგომ დრო ეკონომიკის დასტაბილურებას დასჭირდება.” - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

ლევან გურგენიძემ ბიზნესის გასავითარებლად სხვა სახის სირთულეებსაც გაუსვა ხაზი.

“ჩვენი ნაწარმის დასამზადებლად საჭირო იმპორტირებული ინგრედიენტების ფასი სრულად ვალუტის კურსზეა დამოკიდებული. ასევე პრობლემაა ნედლი რძის მცირე ბაზის არსებობა. ნედლ რძეზე მოთხოვნა მიწოდებაზე დიდია, ფასების ზრდა მარტივად ხდება ეს კი პროდუქციის ფასზე აისახება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლამდე მიდის. აგრეთვე, როგორც ყველა სხვა ბიზნესში, ინვესტიციები და ცოდნაა საჭირო, რადგან ფერმა არც ისე მარტივი მოსაწყობია და მასში უამრავი ნიუნსია გასათვალისწინებელი.” - აღნიშნა ლევან გურგენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები