Mercedes Benz fashion week Tbilisi-ს დამფუძნებელი სოფო ჭყონია Vogue UA-ს კონფერენციის მონაწილე იქნება. ღონისძიება 2021 წლის 9 სექტემბერს გაიმართება და ის მოდის ინდუსტრიაში აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.
„სოფო ჭყონიამ არამხოლოდ Mercedes Benz fashion week Tbilisi დააარსა, არამედ ორგანიზება გაუწია ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი Be Next, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუკვალა გიორგი ქებურიას და ლადო ბოკუჩავას“, - წერია Vogue UA-ს კონფერენციის საორგანიზაციო ვებგვერდზე.
Vogue UA-ს კონფერენციაში მონაწილეობას Alkor-D-ის, L'Oréal Luxe-ის, Polimoda-ს წარმომადგენლები და მოდის ინდუსტრიის სხვა წევრებიც მიიღებენ. ასევე, ღონისძიებას დაესწრება ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტურიც.
კონფერენციის თემაა Creative Minds-ი.