მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფო გორგოძე: საატესტატო გამოცდები უქმდება იმის გამო, რომ ამ სისტემამ შედეგი ვერ გამოიღო

5c5087df3898b
მარიამ ადამია
29.01.19 21:01
697
„წელს ატესტატი გაიცემა ისევე, როგორც აქამდე გაიცემოდა, ცვლილება ეხება მხოლოდ 2020 წელს, როდესაც სკოლა უკვე შიდა შეფასების საფუძველზე გასცემს ატესტატს ანუ თუ ყველა საგანში მოსწავლეს ეყოლება დადებითი შეფასება, ის მიიღებს ატესტატს“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, ტესტები უქმდება, იმის გამო, რომ ამ სისტემამ შედეგი ვერ გამოიღო ანუ ვერ გააუმჯობესა ვერც სწავლის ხარისხი, ვერს სკოლების როლი გააძლიერა და ვერც უნივერსიტეტებმა მიიღეს უკეთესი კონტინგენტი.

„ამიტომაც ის უზარმაზარი ხარჯი, რომელსაც იღებს როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლები გამართლებული არ არის. ინვესტიცია, რომელიც დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე ადიოდა, მომავალი წლიდან სხვა მიმართულებით ჩაიდება და მიმართული იქნება სკოლების გაძლიერებისკენ. დაზოგილი თანხა მოხმარდება შეფასებებს მთელი 12 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება განმავითარებელი, დიაგნოსტიკური ხასიათის. შეფასებები დაგვეხმარება, სკოლებს ადრევე მივცეთ რეკომენდაციები და მიმართულება, თუ სად უჭირთ, საით უნდა წავიდნენ და სად აქვთ პრობლემები ბავშვებს. ეს ყველაფერი კი მიზნად, ისევ განვითარებას ისახავს“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები