მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Soft master trade-ის ორგანიზებით, SMT WORLD გაიმართა

soft master trade-ის ორგანიზებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ღონისძიება, SMT WORLD გაიმართა, რომელმაც ჰორეკა და რითეილ ბაზრის ლიდერებს თავი მოუყარა. SMT WORLD-მა გამოფენა და კონფერენციასთან ერთად, ქართული და უცხოური კომპანიები გააერთიანა. ისინი სექტორში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე პანელური დისკუსიებიც შედგა. ადგილზე სტუმრებს სხვადასხვა სიმულაციის გატესტვის საშუალებაც ჰქონდათ. SMT-ს გუნდისთვის წარმატების მთავარი საზომი ფინანსურ მაჩვენებლების ზრდის გარდა, პარტნიორების, გარემოს და, ზოგადად, საზოგადოების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ერთობლიობაა. სწორედ ამიტომ სიმულაციების ნაწილში წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ქართული კომპანიები როგორებიცაა: აუგუსტი, ყავის აკადემია, რივერსაიდი, რაც მიზნად ისახავს უცხოელი ვიზიტორებისთვის ქართულ პროდუქტზე ცნობიერების ამაღლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები