მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Soft Motion - SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში

625fbb74edcbc
BM.GE
20.04.22 12:21
604
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში ტექნოლოგიური კომპანია Soft Motion გახდა. მათი მიზანია რეგიონში SAP-ის მოდულების პოპულარიზაცია.

SAP-ის მხრიდან მსგავს სტატუსს ისეთი მასშტაბური კომპანიები იღებენ, ვისაც მათთან წარმატებული და პროფესიონალური პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

SAP-ი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი კომპანიაა, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას 180-ზე მეტ ქვეყანაში 440 000-მდე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში იყენებენ. მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიებიც, როგორებიცაა: MAN, SHELL, GENERAL MOTORS, HP, COCA COLA BOTTLING CO., PEPSICO INC., METRO-GOLDWYN-MAYER, FUJITSU SIEMENS, IBM და მრავალი სხვა.

SAP-ი მსხვილ და საშუალო ბიზნესს სამეურნეო საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით, ბიზნესპროცესების ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ერთ პლატფორმაზე ხდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. აგრეთვე, პროგრამული სისტემა უადვილებს კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიწოდება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. შედეგად, ბიზნესს შეუძლია, დააჩქაროს სამუშაო პროცესები, გააუმჯობესოს საოპერაციო ეფექტურობა, გაზარდოს პროდუქტიულობა, გაზარდოს მომხმარებელთა გამოცდილება და, საბოლოოდ, გაზარდოს მოგება.

SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion ცალკე კომპანიად 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წლების განმავლობაში იყვნენ „თეგეტა მოტორსის“ SAP კონსულტანტ-ანალიტიკოსები. სწორედ „თეგეტა“ იყო პირველი საქართველოში, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი დანერგა. ამისათვის კომპანიამ 1 200 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Soft Motion დღეს საქართველოში 30-მდე კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან, თეგეტა ჰოლდინგი და მასში შემავალი შვილობილი კომპანიები, ასევე სხვა საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

"Soft Motion-ს ბაზარზე მთელი რიგი უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, ეს არის სრული ციკლი, ანუ პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ SAP-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ და საქართველოს ბაზარზე ისეთი პროდუქტების გაყიდვის უფლება გვაქვს, რაც სხვა კომპანიებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ.

ამ ეტაპზე საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესებთან ვთანამშრომლობთ. „სოფთ მოუშენს“ ირჩევენ მისი უპირატესობების გამო. მათ შორის არის 12-წლიანი გამოცდილება, საქართველოში პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული თანამშრომლები, გამოცდილება სხვადასხვა სისტემასთან ინტეგრაციებში, ბიზნესპროცესების გაციფრულება და ელექტრონული კომერცია. აღსანიშნავია ბიზნესპროცესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დანერგვა და SAP-ში შესრულებული 800-ზე მეტი დაკვეთა ბიზნესპროცესების სრულყოფისთვის“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.

დღეს Soft Motion-ში 30-მდე თანამშრომელია. კომპანიის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ ალექსანდრე ბარნოვი, თამთა მეგრელიშვილი, SAP ERP დეპარტამენტის უფროსი, და ამირან დარცმელია, სტრატეგიული განვითარების ჯგუფის უფროსი. მათ მენეჯმენტი თუ ტექნიკური საკითხები მიმართულებების მიხედვით აქვთ განაწილებული და, თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს აწვდიან.

„SAP-ის სისტემების გარდა, დიდი მოთხოვნაა დეველოპმენტზეც. ცხადია, გვყავს ჩვენი დეველოპერები, თუმცა ახლა ვაპირებთ, გუნდში ცალკე მიმართულება ჩამოვაყალიბოთ და გამოცდილი კადრებიც დავიმატოთ“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.

Soft Motion-ში აქტიურად მუშაობენ CX (customer experience) მიმართულებების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, რომელიც ისეთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს მოიცავს, როგორებიც არის CRM და ელექტრონული კომერცია. კომპანიაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე, ძლიერი გუნდი ჰყავთ და სხვადასხვა ბიზნესთან უკვე თანამშრომლობენ.

„ვგეგმავთ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამის დაწყებას, რომელიც სამომავლოდ ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით შევსებას უზრუნველყოფს. ამ რესურსს, ჩვენ გარდა, სხვა კომპანიებიც აუცილებლად გამოიყენებენ. დღეს ბაზარზე უცხოელი მოთამაშეებიც შემოდიან, სფეროში კადრების დიდი გადინებაა, ამიტომ გვინდა, ეს დანაკლისი შევავსოთ - მოვამზადოთ პროფესიონალები, რაც საბოლოოდ, ისევ სფეროს განვითარებისთვის იქნება უკეთესი“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.

სამომავლოდ Soft Motion-ი სერვისების ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. პარტნიორები უკვე ჰყავთ ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართვაც შეუძლიათ. ოპერირებას გეგმავენ კავკასიის რეგიონშიც, სადაც დეველოპმენტისა და SAP-ის სისტემების მიმართ ინტერესი იზრდება, სერვისის მიმწოდებელი კომპანიები კი თითქმის არ არსებობს. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ბაზრის ასათვისებლად ხელსაყრელი პირობებია.
(R)



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები