მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-მა OpenAI-ში $30 მილიარდის ინვესტირება დაასრულა

OpenAI და Softbank

Reuters-ის ცნობით, იაპონურმა საინვესტიციო კონგლომერატმა SoftBank-მა OpenAI-ში $30 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც ირკვევა, მასაიოში სონის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჰოლდინგმა კაპიტალი Vision Fund 2-ის მეშვეობით, სამი თანაბარი, $10-მილიარდიანი ტრანშის სახით დააბანდა. ამ ვალდებულების დასაფინანსებლად კომპანიამ გასულ თვეში მაღალშემოსავლიანი კორპორაციული ობლიგაციების უმსხვილესი გლობალური ემისიით $11.1 მილიარდი მოიზიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ SoftBank-ის ჯამურმა ინვესტიციამ OpenAI-ში $64.6 მილიარდს მიაღწია. ეს კაპიტალი იაპონურ ჰოლდინგს ამერიკულ კომპანიაში 13%-იან წილს ანიჭებს. ცნობისთვის, კომპანიის დამფუძნებელი მასაიოში სონი ამ სტრატეგიით მიზნად იაპონური ჰოლდინგის ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვან ინვესტორად დამკვიდრებას ისახავს. სწორედ მისი ამ გადაწყვეტილების შედეგია, რომ SoftBank-ი OpenAI-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ პარტნიორად და მხარდამჭერად ჩამოყალიბდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში OpenAI-მ $122 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. ამ რაუნდის ფარგლებში, სემ ოლტმენის ხელმძღვანელობით მოქმედი ტექნოლოგიური კომპანიის საერთო საბაზრო შეფასებამ $852 მილიარდი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები