"სოკარ ჯორჯია გაზი" გაზიფიცირების საინვესტიციო პროგრამის დასრულებას მიმდინარე წელს გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" "სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალურმა დირექტორმა აზერ მამმადოვმა განუცხადა, 2017 წლის განმავლობაში კომპანია ბუნებრივი გაზის ქსელს 17 ათასი პოტენციური აბონენტისთვის ააშენებს.
"ჩვენი საინვესტიციო საქმიანობის დასრულების შემდეგ, რომელიც აბონენტების ქსელში მიერთებასა და ქსელის გაფართოებას ეხება, 202ო წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმა გვაქვს. გეგმის ერთ-ერთი საკითხი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაა, მეორე - კლიენტების მომსახურების გაუმჯობესება, რაც მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნაც არის, ევროპულ კანონმდებლობასთან ადაპტაციის პროცესის გათვალისწინებით", - აღნიშნა მამმადოვმა.
რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მოხმარების მზარდ დინამიკას, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, ამ პროცესში გაზიფიკაციის როლი მთავარია.

























