მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურ დირექტორად მარიამ ვალიშვილი დაინიშნა

63fdcc38b8982
BM.GE
28.02.23 13:48
3548
საქართველოში ბუნებრივი აირის უმსხვილეს გამანაწილებელ კომპანიას “სოკარ ჯორჯია გაზს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამ პოსტზე მარიამ ვალიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე აზერ მამადოვი შეცვალა. მამადოვი ამ პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

მარიამ ვალიშვილი კი 2017 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, იქამდე კი 2012-2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

საჯაროა “სოკარ ჯორჯია გაზის” 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი ამ წელს 1.2 მილიარდ ლარს, წმინდა მოგება კი 16.7 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიისთვის უმსხვილეს ხარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა წარმოადგენდა, რაზეც 916 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომპანიის აქტივები 1.14 მილიარდ ლარს შეადგენს. კომპანია 800,000 მომხმარებელს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები