"სოკარ ჯორჯია გაზი" იმედოვნებს, რომ გათვალისწინებული იქნება ის ინვესტიცია, რაც მან გასწია საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მარი ნიქაბაძემ სემეკის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"სოკარ ჯორჯია გაზი" წარმოადგენს უდიდეს ინვესტორს საქართველოს მასშტაბით, რომელმაც სემეკში შეიტანა სატარიფო განაცხადი იმ კანონმდებლობის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია სემეკის დადგენილებით ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის თანახმად. შესაბამისად, ,,სოკარ ჯორჯია გაზმა" დაიცვა ყველა ის მოთხოვნა, რაც დაკავშირებული იყო სატარიფო განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და ველოდებით შედეგს. ,,სოკარ ჯორჯია გაზი" იმედოვნებს, რომ გათვალისწინებული იქნება ის ინვესტიცია, რაც მან გასწია საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას", - გაცხადა კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მარი ნიქაბაძემ
სემეკი დღეს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დაადგენს.

























