მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოკარის“  საჩუქარი კორპორატიულ მომხმარებლებს

„სოკარის“  საჩუქარი კორპორატიულ მომხმარებლებს
09.11.24 10:12
1061

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ უმსხვილესი კორპორატიული მომხმარებლები ბაქოში,Formula 1 2024“-ის გრან-პრიზე დაპატიჟა, სადაც სამდღიანი ტურის ფარგლებში, დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს. პროექტისა და შთაბეჭდილებების შესახებ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ოსიტაშვილი და ამ ტურის ერთ-ერთი მონაწილე, „თეგეტა რენთალსის“ დირექტორი კობა ბაზაძე გვესაუბრა.

ნიკოლოზ ოსიტაშვილი: მოგეხსენებათ, „სოკარი“ აზერბაიჯანული კომპანიაა, ხოლო მისი ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენლობა საქართველოში გახლავთ. იქედან გამომდინარე, რომ Formula 1–ის ერთ–ერთი ეტაპი ყოველწლიურად ბაქოში იმართება, გადავწყვიტეთ, ჩვენი კორპორატიული მომხმარებლები მიგვეწვია აღნიშნულ ღონისძიებაზე და ყველა ერთად წავსულიყავით დაუვიწყარი ემოციებისა და მოგონებების შესაქმნელად.

_როგორი ტური გამოვიდა?

-ძალიან საინტერესო სამი დღე გავატარეთ ბაქოში, მე პირადად და ჩვენი სტუმრების აბსოლიტური უმრავლესობა აღფთოვანებულები ვართ ამ სანახაობით. მათთვის, ვისაც ცოცხალ რეჟიმში ამის ნახვის საშუალება პირველად მიეცა, მათ შორის ჩემთვისაც, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო.

სამი დღის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ დავესწარით „Formula 1“-ის სამდღიან სრულ პროცესს, მათ შორის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას და ფინალურ ეტაპს, ასევე მოვინახულეთ ბაქოში არსებული ღირსშესანიშნაობები, ვესტუმრეთ ალიევის ცენტრს, დავათვალიერეთ იქ არსებული ავტომანქანების მუზეუმი.

_მსგავსი ტიპის გასვლა პირველად დააორგანიზა „სოკარმა“?

_არა. „სოკარი“ მუდმივად ცდილობს ერთგული პარტნიორების წახალისებას, მათ შორის რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა ჩვენს კომპანიას ასეთი გასვლა პარტნიორებთან ერთად. ამჯერად შევარჩიეთ ისეთი 18 პარტნიორი კომპანია, ვინც აქამდე არ ყოფილა „სოკართან“ ერთად „Formula 1“-ზე.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ისედაც ძალიან მჭიდრო და ლოიალური ურთიერთობები გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან, ამ ტურის ფარგლებში, ჩვენთან ერთად მყოფი კომპანიების წარმომადგენლებიც ძალიან დამეგობრდნენ ერთმანეთთან. ვფიქრობ, რაც უფრო ხშირი იქნება მსგავსი ტიპის გასვლები და არა მარტო „სოკარი“, არამედ სხვა კომპანიებიც დანერგავენ მსგავს ინიციატივებს, ეს ძალიან გააჯანსაღებს კომპანიებს შორის ურთიერთობებს და ბიზნესსექტორს.

_როგორია „სოკარის“, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის როლი ქვეყნის გაძლიერების პროცესში?

-სოკარი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია საქართველოს ბიუჯეტში და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან არაერთ ღონისძიებასა და პროექტში მონაწილეობს, მნიშვნელოვანია მისი სოციალური პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული განათლების მიმართულებით და ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო უმაღლესი განათლება. სოკარი იცავს გარემოს, ზრუნავს უსაფრთხოებაზე, ქალთა გაძლიერებაზე, შშმ პირებისა და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაციაზე.

სოკარი არის ერთ ერთი დიდი დამსაქმებელიც - ჰოლდინგში 5 000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს.

ბაქოს ტურის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს „თეგეტა რენთალსის“ დირექტორი კობა ბაზაძეც გვიზიარებს.

კობა ბაზაძე: „თეგეტა რენტალსი“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს სამშენებლო ბაზრის განვითარების პროცესში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახის სამშენებლო და სპეციაულური ტექნიკის იჯარას, გამოცდილი ოპერატორებით. კომპანიის საქმიანობაში შედის სპეციალური ტექნიკით მომსახურება მიწის სამუშაოებისა და ინერტული მასალების ტრანსპორტირების მიმართულებით. „თეგეტა რენტალსი“ ბაზარზე მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლოეს მოდელებს წარადგენს, მათ შორის MAN, JCB და ა.შ.

„სოკარს“ და „თეგეტა რენტალსს“ პარტნიორობისა და მეგობრობის ისტორია აკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საქმიანობისთვის საჭირო საწვავის უდიდეს ნაწილს სწორედ მისგან ვყიდულობთ.

ბაქოს და Formula 1-ის ტურის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა სოკარის სათავო ოფისი, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. მოვისმინეთ „სოკარის“ ისტორია და მივიღეთ ინფორმაცია კომპანიის მიღწევების შესახებ. ვიხილეთ „სოკარის“ ისტორიული მუზეუმი, რამაც ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა და შესაბამისად, გაიზარდა კომპანიის მიმართ ნდობაც. ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც, სწორედ ეს იყო და ვფიქრობ, „სოკარის“ წარმომადგენლებს კარგად გამოუვიდათ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მხრიდან ფორმულა 1-ზე პარტნიორების მიწვევა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და ამასთანავე, ძალიან სასიამოვნოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ძალიან საინტერესო მოვლენის მონაწილეები გავმხდარიყავით და ისტორიულ გრან-პრის დავსწრებოდით.

-რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით ბაქოდან?

-ბავშვობიდან “Formula 1“-ს, კონკრეტულად კი „ფერარის“ საჯინიბოს ვგულშემატკივარობ. ჩემთვის აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება იყო ძალიან შთამბეჭდავი. ემოციები კიდევ უფრო გამიორმაგა, „ფერარის“ პილოტთან, შარლ ლეკლერთან და „ფერარის“ გუნდის მენეჯერთან ფრედერიკ ვასერთან შეხვედრამ, რომლებსაც ავტოგრაფები ჩამოვართვი.

-როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინიციატივები პარტნიორი კომპანიების კიდევ უფრო დაახლოების პროცესს?

-„სოკარმა“ პარტნიორობის გამყარების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ღონისძიებაში თვრამეტი მსხვილი ქართული კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ, ემოციურად დატვირთული სამი დღე გავატარეთ, რაც დარწმუნებული ვარ დადებითად იმოქმედებს ჩვენს სამომავლო ურთიერთობებზე.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მთელს გუნდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები