მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოკარმა" საქართველოში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები გამოაქვეყნა

5a5f3ea609ff3
BM.GE
17.01.18 16:16
1236
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR მიმდინარე წელს საქართველოში ძველი, ამორტიზირებული მილსადენების რეაბილიტაციას გეგმავს, - ამის შესახებ Trend-თან SOCAR Energy Georgia-ის ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი საუბრობს.

მამედოვის განმარტებით, 2017 წლის დეკემბერში SOCAR Georgia Gas-მა ახალი გაზმომარაგების ქსელების მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის წინაშე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელება წარმატებით დაასრულა.

"2018 წელს ამორტიზებული მილსადენების რეაბილიტაციისთვის ინვესტიციების განხორციელება და ასევე კომერციულად მიმზიდველი გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა იგეგმება",- განაცხადა მამედოვმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია SOCAR საკუთარი სახსრებით, სხვა უცხოური კომპანიის მონაწილეობის გარეშე აზერბაიჯანში მდებარე საბადოებიდან საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის. ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR Georgia Gas-ის მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები