"ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გაზსაცავის, როგორც მინორიტარული, ასევე მაჟორიტარული აქციონერი", - აღნიშნულის შესახებ "სოკარ ჯორჯიას" დირექტორმა, მაირ მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია არაა და კომპანია მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება.
"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ამ პროექტში ჩავერთოთ, - იქნება ეს მინორიტარული თუ მაჟორიტარული მფლობელობა. ბოლო სიტყვა მთავრობაზეა", - განაცხადა მამედოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი გაზსაცავის პროექტზე სატენდერო წინადადებების გამოცხადება და განხილვა წლის ბოლომდე იგეგმება. ასევე როგორც ცნობილია გაზსაცავში საკონტროლო პაკეტი შესაძლოა არავის ჰქონდეს და ნეიტრალური მენეჯმენტი შეიქმნას. უკვე ცნობილია, რომ გაზსაცავის პროექტით დაინტერესებულია ჩინური "ჰუალინგიც".

























