ბოლო 1 კვირის განმავლობაში სოკარში საწვავის ფასები საშუალოდ 20-25 თეთრით შემცირდა.
როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, გასულ კვირასთან შედარებით, ორივე ტიპის „ევრო 5 დიზელს“ კომპანიაში 25 თეთრით იაფად, ხოლო „ნანო პრემიუმსა“ და „ნანო ევრო რეგულარს“ 20-23 თეთრით იაფად შეიძენთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების კლება გამოწვეულია საერთაშორისო პლაცზე საწვავის ფასის შემცირებით:
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო პლაცზე საწვავის ფასი დაღმავალი კურსით ხასიათდება, შესაბამისად, მოგვეცა შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ჩვენს ფასმაჩვენებლებზეც აგვესახა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ხარჯების შემცირებასა და უკეთესი პირობების შეთავაზებას“, - აცხადებს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი, ნოდარ ყანჩაველი.
განახლებული ფასები SOCAR-ის საწვავის პროდუქტებზე შემდეგნაირად გამოიყურება:
- ნანო პრემიუმი: 3.06 ₾
- ნანო ევრო რეგულარი : 2.90 ₾
- ნანო ევრო 5 დიზელი: 3.05 ₾
- ევრო 5 დიზელი: 2.96 ₾
ფასების შემცირების გარდა, სოკარი „ენერჯი ბარათის“ მფლობელებს სთავაზობს დამატებით ფასდაკლებებს - 1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა და დიზელზე:
- 10+3 (10 თეთრი ფასდაკლება, 3 თეთრი დაგროვება) სარგებელი ყოველდღე.
- 15+3 (15 თეთრი ფასდაკლება, 3 თეთრი დაგროვება) სარგებელი პარასკევს და შაბათს.
„ენერჯი ბარათის“ აღება შესაძლებელია სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, უფასოდ.
შეგახსენებთ, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორია და მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ ევრო 5 ტიპის „ნანო“ დანამატიან საწვავს.