მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით ბერკეტს მოიპოვებს - სუს

სოხუმის აეროპორტი

სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს. ამის შესახებ სუს-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ 2024 წლის ნოემბერში სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ტექნიკური რეისები შესრულდა.

დოკუმენტში წერია, რომ თავის მხრივ, ოკუპირებული რეგიონი შეეცდება აეროპორტის ფუნქციონირება რეგიონის განვითარების „ინდიკატორად“ წარმოაჩინოს, ე.წ. დამოუკიდებლობის ილუზია შექმნას და საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. სტატუსის მოსაპოვებლად გამოიყენოს.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანექსიური პოლიტიკის ნაწილია ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში დაანონსებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის საკითხი.

"საანგარიშო პერიოდში ადგილზე გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები.

მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს",- წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები