მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოხუმის აეროპორტის გახსნიდან მეოთხე დღესაც "ქართული ოცნება" დუმს

ოცნება

7 თებერვალს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში პირველი ფრენა შესრულდა. რეგულარული საჰაერო ფრენების დაწყება ზაფხულში იგეგმება.

რუსეთის მიერ ოკუპაციის დარღვევის კიდევ ერთ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ეხმაურება. "ქართული ოცნების" მთავრობაში განცხადებას არ აკეთებენ. BMG მაკა ბოჭორიშვილის უწყებისგან პასუხს ელოდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ ყოლბაია კი აცხადებს, რომ მიუხედავად თბილისის პროტესტისა, აეროპორტი მაინც გაიხსნა.

"სოხუმის აეროპორტი გაიხსნა და გაიხსნა, ეს ახალი ხომ არ არის?... რა თქმა უნდა, პრობლემაა. ყველაფერი პრობლემაა, სანამ არ დავბრუნდებით. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? პროტესტი გამოვხატეთ, უარი შევუთვალეთ, მაგრამ მაინც გახსნეს... ფრენები ოფიციალურად არ არის დაწყებული. რომ დაიწყება, იქნება კიდევ რაღაცა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები