მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ფრენები შესრულდა - რა პერსპექტივა აქვს აეროპორტს?

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით “ოკუპირებულ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა.” ასლან ბჟანიამ ივლისში განაცხადა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები წლის ბოლოდან დაიწყება. ავიარეისები იგეგმება მათ შორის მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იწყებს აეროპორტი ფუნქციონირებას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარების გარეშე და როგორ მოხდება საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო ნომრის მინიჭება, რაზეც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრი ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, რომ საკითხი მოგვარებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები