მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, მთავრობის ადმინისტრაციის და პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.





















