მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმში რუსეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სოხუმი აქცია

სოხუმში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გასხვისებას ხვალ, 27 დეკემბერს განიხილავს.

შენობასთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას.

"ჩვენ არსად წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გმირმა, ლევან მიქაამ.

"ჩვენ უკვე პარლამენტის წინ ვართ. ხვალ არის სესია, რომელიც არ უნდა იყოს და არ იქნება", - წერს ე.წ. ვეტერანი ლაშა ზუღბა სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, პარლამენტის სესიის დროს, საპროტესტო აქციის შემთხვევაში, სამინისტრო და ყველა ძალოვანი უწყება წესრიგს დაამყარებს. მისი თქმით, ყველა უკანონო ქმედებაზე "სამინისტროს" შესაბამისი რეაგირება ექნება.

განცხადება გაავრცელა ე.წ. გენერალურმა პროკურორმაც. ადგურ აგირბამ მოქალაქეებს მოუწოდა, აქციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები