მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

სოხუმის მძღოლები
გიგა ბენია
17.01.25 14:55
643

სოხუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. მედიის ცნობით, მათ რეისზე გასვლაზე უარი თქვეს. ისინი მგზავრობის ტარიფის ზრდას ითხოვენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 15 იანვარს მიკროავტობუსების ზოგიერთმა მძღოლმა, მგზავრობის საფასური თვითნებურად, 30 რუბლიდან (0.80 ლარი) 50 რუბლამდე (1.39 ლარი) გაზარდა.

ქალაქის მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირთ. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები