მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოლარ ავტო” - BYD-ის ელექტრომობილების წარმომადგენელი საქართველოში

კომპანია "სოლარ ავტომ" შოურუმი გახსნა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩინური ელექტრო მწარმოებელი გიგანტის - BYD-ის ელექტრომობილებს საქართველოში სრული საგარანტიო მომსახურებით და თანამედროვე სერვის ცენტრით წარმოადგენს. კომპანიის ახალ შოუ რუმში - Solar Garage-ში byd ის 3 მოდელი იქნება წარმოდგენილი. ესენია: სედანი- Seal, SUV- Seal U, ჰეჩბექი - Seagull. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 6 ნოემბრიდან მომხმარებელს შეეძლება რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტესტ-დრაივზე ჩაეწერონ და თავად შეიგრძნონ ელექტრო ავტომობილის ძალა. BYD ცნობილია თავისი თანამედროვე ბატარეებით (blade battery), რომელსაც თავის მხრივ byd-ისგან ყიდულობენ და იყენებ ისეთი მწარმოებლები როგორიცაა WV, Tesla, Mercedes და ა.შ. ცნობისთვის, 2023 წლის მესამე კვარტალში BYD გაუთანაბრდა Tesla-ს გაყიდვებს. მოსალოდნელია, რომ იგი გახდება მსოფლიო ლიდერი ელექტრო ავტომობილების გაყიდვებში.

"სოლარ ავტო" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ასე მასშტაბურად წარმოადგენს byd - ის ელექტრომობილებს და გასცემს მასზე საგარანტიოს - 3 წლით. ეს ყველაფერი არ არის - კომპანია სერვის ცენტრს აშენებს, რომელიც თანამედროვე აპარატურით იქნება აღჭურვილი. კომპანია კი ელექტრომობილების მფლობელებს სრულ მომსახურებას შესთავაზებს.

გარდა ამისა, "სოლარ ავტო" მომხმარებლებს ყველა სახის დამტენს სთავაზობს, როგორც პორტატულ, ასევე სახლის დამტენებს. BTB თანამშრომლობის ფარგლებში კი "სოლარ ავტო" კომპანიებს ავტოპარკის შეცვლას მოსახერხებელი პირობებით სთავაზობს. "სოლარ ავტოს" მომსახურებაში კომპანიების ავტოპარკისთვის სწრაფი დამტენების მონტაჟიც შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები