მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOLARTIA GROUP-მა თელავში, მზის პანელებით აღჭურვილი - ავტობუსის ენერგოეფექტური გაჩერება მოაწყო

შაინ ენერჯი
30.10.24 14:31
3100

SOLARTIA GROUP-მა თელავში, ავტობუსის მზის პანელებით აღჭურვილი - ენერგოეფექტური გაჩერება მოაწყო. SOLARTIA GROUP-მა პროექტი მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანიასთან „შაინ ენერჯისთან“ პარტნიორობით განახორციელა. აღსანიშნავია, რომ პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა.

ეკომეგობრული ტექნოლოგიის ურბანულ პროექტთან თანხვედრით, ნებისმიერ ადამიანს, ლოკაციაზე შესაძლებლობა აქვს - დამუხტოს ელექტრონული მოწყობილობა და დამატებით, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ პროექტში Astronergy -ის 580-ვატიანი ორმაგი დაფარვის 4 ერთეული მოდულია გამოყენებული.

პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზე bm.ge-ს SOLARTIA GROUP-ის პროექტის განვითარების მენეჯერი ესაუბრა.

ვაჟა თოფურია აღნიშნავს, რომ კომპანიას მსგავსი პროექტების განხორციელების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, SOLARTIA GROUP-ის ერთ-ერთი ინოვაცია - მზის პანელებით აღჭურვილი სკამები იყო, რომელიც საწყისად ბუკიას ბაღში განთავსდა.

რაც შეეხება ავტობუსის ენერგოეფექტურ გაჩერებას, მსგავსი ლოკაციების მოწყობა სხვადასხვა ქალაქში აქტიურად იგეგმება.

„ათი წლის წინ ჩვენმა გუნდმა - მე და გიორგი ნიჟარაძემ გადავწყვიტეთ ინოვაციური ეკო ტექნოლოგიები დაგვეკავშირებინა არქიტექტურულ ურბანულ პროექტებთან და მიგვეღო საინტერესო ჰიბრიდული პროდუქტი, რომელიც მოიზიდავდა მომხმარებელს. ვფიქრობთ, პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველად საქართველოში, ბუკიას ბაღში განვათავსეთ ენერგოეფექტური სმარტფონების დამტენი სკამი, რომელმაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება გამოიწვია, ყოველივე ამან კი, გადაგვაწყვეტინა არ გავჩერებულიყავით.

პირველ ეტაპზე 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით და კომპანია ‘’ სილქნეტთან ‘’ პარტნიორობით თბილისში განვათავსეთ 20-მდე ლოკაციაზე ,მულტიფუნქციური ენერგოეფექტური დამტენი სკამები, რომელიც ნამდვილად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. , სკამების საშუალებით ქუჩაში ყოფნისას გამვლელებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ დატენონ თავიანთი მობილური ტელეფონები და მოიხმარონ სწრაფი უფასო - ინტენეტი. თბილისის შემდგომ პროექტი დიდი წარმატებით განვავითარეთ სხვა მუნიციპალიტეტებში და ამჟამად 9 ქალაქში, ჯამურად - 120-მდე ლოკაციაზე გვაქვს განთავსებული“ - აღნიშნავს SOLARTIA GROUP-ის პროექტის განვითარების მენეჯერი ვაჟა თოფურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები