საკვები პროდუქტების ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია "სოლედოს’’ ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციამ იძულებული გახადა კომპანია მათ მიერ იმპორტირებული საქონელი 7%-ი გაეძვირებინა. როგორც გუჯა გვილავა "ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, იმპორტიორების უმრავლესობამ ფასები მხოლოდ საკუთარი რეზერვების ხარჯზე შეინარჩუნა, თუმცა ეს რესურსი ამოწურულია და თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, შესაძლოა ბევრმა იმპორტიორმა ფუქციონირება შეწყვიტოს.
"კომპანიების რეზერვები ამოიწურა,მუშაობენ ზარალზე და ერთადერთი გზა ზარალის კომპენსირების არის სარეალიზაციო ფასების გადიდება", -ამბობს "სოლედოს’’ დამფუძნებელი.
მისი თქმით, სარეალიზაციო ფასები გათვლილია ლარის კურსის 2,40 ნიშნულზე, თუმცა თუ ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, პროდუქციაზე ფასები კიდევ გაიზრდება.

























