"მაესტროს" გადაწყვეტილებას გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს DLa Piper-ის პარტნიორი თედ ჯონასი.
""ბიზნესკონტაქტის" გადაცემის გაუქმება მაესტროზე არის დიდი დანაკარგი კომპეტენტური და პროფსეიონალური ჟურნალისტიკისთვის საქართველოში, განსაკუთრებით კი ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქების კუთხით.
თქვენი შეკითხვები ყოველთვის იყო ჭკვიანური და სამართლიანი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეძლებთ თავისუფალი მედია გარემოს შექმნას და განვითარებას.
სოლიდარობას ვუცხადებ ბიზნესკონტაქტის მთელ გუნდს, მადლობას გიხდით თქვენი მუშაობისთვის და ჩემი გადაცემაში მოწვევისთვის იმაზე ხშირად ვიდრე ეს შემეძლო“, -წერს თედ ჯონასი.
"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.
"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

























