მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოლიდარობას ვუცხადებთ ექიმ ვაჟასა და მის ოჯახს -MediClub Georgia

ვაჟა გაფრინდაშვილი

MediClub Georgia-ს გუნდი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც პოლიციამ 22 ოქტომბერს საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა, სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენი კოლეგა, ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დაპატიმრებულია.მრავალი წელია ის ერთგულად ემსახურება პაციენტებს და ადამიანის კეთილდღეობა მისთვის უმნიშვნელოვანესია. სოლიდარობას ვუცხადებთ ექიმ ვაჟასა და მის ოჯახს. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაუბრუნდება თავის ჩვეულ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმი-ტრავმატოლოგია, რომელიც 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით.

გაფრინდაშვილი იმ დროს ჰუმანიტარული მოტივით იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა ე.წ. ცხინვალის რეჟიმმა მას საზღვრის უკანონო კვეთაში დასდო ბრალი და 1 წლითა და 9 თვთი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლისა და მოლაპარაკებების შედეგად, ის 50 დღეში გაათავისუფლეს.

გუშინ, 22 ოქტომბერს პოლიციამ რუსთაველის ქუჩაზე 30-მდე ადამიანი გზის გადაკეტვის მოტივით დააკავა. მათ შორის იყო ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები