მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოლიდარობის ენერგეტიკა" - 11 იანვარს, რუსთავში, RETCO-ს და TOA-ის თანამშრომლობით, საპროტესტო ღონისძიება გაიმართება

სოლიდარობის ენერგეტიკა

"სოლიდარობის ენერგეტიკა" - ამ სახელწოდებით, 11 იანვარს, ქალაქ რუსთავში RETCO-სა და Tbilisi Open Air-ის თანამშრომლობით, საპროტესტო ღონისძიება გაიმართება.

როგორც ღონისძიების შესახებ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოიხატება მხარდაჭერა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნების მიმართ.

"ამ დღეს ქალაქი რუსთავიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავაჟღერებთ, რომ სრულიად ვიზიარებთ და სოლიდარულები ვართ საქართველოში მიმდინარე პროტესტის ორი უმთავრესი მოთხოვნისადმი: ახალი, სამართლიანი არჩევნები და საპროტესტო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

Line Up:

  • Process
  • 4D Monster Lobsters
  • Avara
  • Outsider
  • Mechanical Rainbow
  • Killages
  • მწვანე ოთახი
  • გამოუვალი მდგომარეობა
  • ყველა
  • ნინო ქათამაძე

მისამართი: ქ. რუსთავი, ზედგენიძის 62

კარი გაიღება: 15:00 საათიდან

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მხოლოდ სრულწლოვანი (18+) პირებისთვისაა შესაძლებელი.

დასწრების მსურველებისთვის აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა.

ყურადღება: დასწრებაზე მოთხოვნის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით პლატფორმა freebusiness.ge-ის ორ მთავარ მოთხოვნას (ხელახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას).

დასწრებაზე მოთხოვნის გამოსაგზავნად და დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: tkt.ge/retcotoa",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები