მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ გამოიცა

საქართველოს ბანკი
17.09.24 17:26
409
სტატიაში საუბარია:

SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO Books-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებს აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე.

ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული წიგნი SOLO Books-ისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ცნობისმოყვარე პანდასთან“ თანამშრომლობით ქართულ ენაზე გამოიცა.

პრეზენტაციას გაუძღვებიან „ცნობისმოყვარე პანდას“ დამფუძნებლები, ნინი ჩიქოვანი და სოფო მუსერიძე. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, ამისათვის გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

ამასთან, წიგნის თემატიკაზე გაიმართება ფსიქოლოგ ელენე ბაჩიაშვილის Workshop-ები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

„კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობისათვის, უკვე რამდენიმე წელია SOLO Books-ის პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამჯერად ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, გამოვეცით წიგნი მეტყველი სათაურით - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ - ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება მშობლებს, მხარი დაუჭირონ შვილების განვითარებას ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებით, ურთიერთპატივისცემის გზით. ეს არის აღნიშნული წიგნის საიუბილეო, 45-ე ენაზე ნათარგმნი ვერსია და გვეამაყება, რომ ზუსტად SOLO-ს მხარდაჭერით მოხდა მისი თარგმნა.

SOLO Books-ის სერია კი გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში”, - აღნიშნავენ SOLO-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები