საქართველოს ბანკმა ახალი მომსახურება – SOLO Business – წარადგინა. ეს საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა, რომელიც სპეციალურად საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შეიქმნა და მიზნად პრემიუმ კლასის მომსახურების შეთავაზებას ისახავს. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისებს, რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს. SOLO Business ერთ სივრცეში აერთიანებს სრულფასოვან საბანკო მომსახურებას როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების მართვისთვის. მისი კომპონენტებია: პერსონალური ბიზნეს ბანკირის მომსახურება, ბიზნეს კონსიერჟი, SOLO Business Lifestyle, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს ექსკლუზიურ ბიზნეს შეხვედრებს, პარტნიორულ შეთავაზებებსა და სხვა უპირატესობებს. თითოეული მათგანი ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანას უწყობს ხელს. Solo Business ასევე მოიცავს Galt & Taggart-ის კვლევებსა და ანალიტიკას - წვდომას სექტორულ კვლევებზე და ბაზრის შეფასებებზე, რაც ბიზნესისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.


































