მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SOLO გამოფენა-გაყიდვის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს

5b190d2d26429
BM.GE
07.06.18 14:45
820
საქართველოს ბანკის SOLO გამოფენა-გაყიდვის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება ‘Real Estate Expo’- ს 16 ივნისს silk factory studio-ში გამართავს, სადაც 30-მდე წამყვანი დეველოპერული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენაზე SOLO მომხმარებლებს გააცნობს საკუთარ პროექტებს და შესთავაზებს ექსკლუზიურ პირობებს უძრავი ქონების შეძენისას.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის ორგანიზებული იქნება საპრეზენტაციო და სოლო ზონები, სადაც სტუმრები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ექსკლუზიური შეთავაზებების შესახებ.

"ღონისძიების ფარგლებში Solo-ს მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შანსი გაეცნონ 30 უმსხვილესი დეველოპერის შეთავაზებებს, გარდა ამისა ‘Colliers international Georgia’, მდგრადი განვითარების სამინისტრო და სადაზღვეო კომპმანია ‘ალდაგი’ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგებიან", - განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას SOLO Lifestyle-ს ხელმძღვანელმა ნინი ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები