გამომცემლობა ბაბლჰედმა, სოლოს და ვიზას მხარდაჭერით Wall Street Journal-ის ბესტსელერი წიგნი - ბიზნესის გული თარგმნა და გამოსცა. ამჯერად კი ბაბლჰედმა კიდევ ერთი შესაძლებლობა შექმნა. პარასკევს სოლოს ლაუნჯში ღონისძიება გაიმართა სადაც წიგნის ავტორმა უბერ ჟოლიმ დამსწრეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. შედგა საინტერესო საუბარი, რომლის მთავარ თემებს შორის ლიდერობა და მართვა იყო.


































