სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი NVIDIA-ს, Firebird-ისა და Team Telecom Armenia-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა $500-მილიონიანი AI დატა-ცენტრის აშენებაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, სომხეთს რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბად ქცევის უდიდესი პოტენციალი აქვს.
“ჩვენ ძალიან გვახარებს თანამშრომლობის ის მასშტაბი, რომელიც ჩვენსა და სომხურ მხარეს შორის არსებობს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირად გვიწყობს ხელს, რათა კავკასიაში პირველი დატა-ცენტრი ავაშენოთ”, - თქვა NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტმა, რევ ლებარედიანმა.
დატა-ცენტრი, რომლის აშენებაზე მუშაობაც უკვე დაიწყო, ათასობით NVIDIA Blackwell-ის გრაფიკული პროცესორით აღიჭურვება. მის ასამუშავებლად კი, სულ მცირე 100 მეგავატზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია იქნება საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის, ყველა საჭირო რესურსი ჩადოს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც სომხეთის ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევა ჰქვია.
























