მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი, ჩინეთი... - სად ყიდის საქართველო ბუნებრივ ქვებს?

კირქვა

ბოლო წლებში საქართველოდან ბუნებრივი ქვების ექსპორტი გააქტიურდა. გამორჩეული იყო 2024 წელი, როდესაც ექსპორტმა 415 ათასი აშშ დოლარი და 4 028 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება გასულ წელს, კირქვების (მარმარილო, კირქვიანი ტუფი, ეკაუსინი, კირქვის ფლუსი, კიროვანი ქვა) ექსპორტმა შედარებით იკლო და 264 ათასი დოლარი/2 913 ტონა შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წელს ექსპორტი ბევრად ნაკლები იყო - 83.9 ათასი დოლარის 937 ტონა, ხოლო 2022 წელს - 119 000 დოლარის ღირებულების 518 ტონა კირქვები გავიტანეთ უცხოეთში.

2026 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 36.6 ათასი დოლარი/633 ტონაა. ეს ნაკლებია 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე - 52.5 ათასი დოლარი/757 ტონა.

2025 წლის მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც გასულ წელს 101.7 ათასი დოლარის 1 925 ტონა პროდუქტი გაიყიდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 72.6 ათასი დოლარით და 647 ტონით, რომელსაც მოსდევს ინდოეთი 70.4 ათასი დოლარით და 251 ტონა. მცირე ექსპორტი ხორციელდება იტალიაში ($8.5 ათასი/54 ტონა), აზერბაიჯანში($2.8 ათასი/23 ტონა) და საბერძნეთშიც ($8 ათასი/12.5 ტონა).

საექსპორტო გეოგრაფიაში გარკვეული გადალაგება შეინიშნება, რადგან 2024 წელს ქართული ბუნებრივი ქვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთი იყო, სადაც 333 000 დოლარის 2 544 ტონა საქონელი გავიდა. მეორე ადგილს კი სომხეთი იკავებდა, სადაც 63 000 დოლარის 1407 ტონა კირქვის ფლუსი და კიროვანი ქვა გავიდა. ხოლო მესამეზე - იტალია იყო 11 180 დოლარის 76 ტონა ბუნებრივი ქვის ექსპორტით.

2023 წლის მონაცემების თანახმად კი, საექსპორტო ბაზრებს შორის პირველზე სომხეთი, შემდეგ კი ისრაელი, საბერძნეთი და საუდის არაბეთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები