მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი და ირანი “მარტივი საბაჟო დერეფნის” გახსნას განიხილავენ

სომხეთისა და ირანის დროშები
BM. GE
21.11.25 20:25
• 404

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ედუარდ ჰაკობიანმა “მარტივი საბაჟო კორიდორის” პროექტის შესახებ ისაუბრა. აღნიშნული სავაჭრო დერეფანი ირან-სომხეთის საზღვარზე დაწესდება. ამის შესახებ მხარეებმა გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს. აღნიშნულ მოლაპარაკებებში ირანულ მხარეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და საბაჟო სამსახურის უფროსი, ფოროუდ ასგარი წარმოადგენდა.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრესცენტრის განცხადებით, პროექტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური აქტივობის გაზრდაა.

მხარეები ამ მხრივ აქტიური მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდნენ.

ჰაკობიანის განცხადებით, სომხეთსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ბოლო ხანებში ვაჭრობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეინიშნება, ხოლო ირანულმა მხარემ ხაზი გაუსვა ნორდუზ-აგარაკის საბაჟო პუნქტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ირანული საქონლის მარტივი გადაადგილებისათვის.

სომხეთის სტატისტიკური სამსახურის, Armstat-ის გამოთვლებით, მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა $555.4 მილიონს წარმოადგენს, რაც წინა წლის იმავე დროის მონაკვეთთან შედარებით 6.7%-ით გაზრდილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები