მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი გერმანული KfW-სგან €26 მილიონის სესხს მიიღებს განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის

KfW

სომხეთი „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან" (KfW) სესხს და გრანტს მიიღებს „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის განვითარების“ პროგრამის განსახორციელებლად. სომხეთისა და გერმანიის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება ხუთშაბათს მოხდა.

26 მილიონი ევროს ოდენობის სესხი პროგრამის მე-4 ეტაპის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული, ხოლო 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი - მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო საქმიანობისთვის.

შეთანხმების თანახმად, გერმანიის მთავრობა სომხეთის მთავრობას ან ორი მთავრობის მიერ ერთობლივად შერჩეულ სხვა მსესხებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ 40 მილიონ ევრომდე შეღავათიანი სესხი „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის განვითარების V ეტაპის“ განსახორციელებლად, ასევე 1 მილიონ ევრომდე გრანტი საკონსულტაციო მხარდაჭერისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები