მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება" - რაზე ისაუბრეს ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

სს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და რეგიონული მოვლენები განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„პრეზიდენტ ერდოღანთან სტამბოლში მქონდა სიღრმისეული მოლაპარაკებები. განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფაშინიანს სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლეში სამუშაო ოფისში შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები