მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთი ევროკავშირი

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. 64 ხმით 7-ის წინააღმდეგ.

მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენლებმა. ოპოზიციურმა ფრაქცია „სომხეთმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კიდევ ერთმა ფრაქციამ, „პატივი მაქვს“, რომელიც ასევე ოპოზიციაშია, წინააღმდეგ მისცა ხმა.

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით 12 თებერვალს მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტი.

ამჟამად სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ამასთან, რუბიო ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს

მხარეებმა განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიული პარტნიორები. მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას და ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის გასაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მოსატანად. მდივანი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ფორმის ესკალაცია მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები