სომხეთის პარლამენტში გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად სამი პოლიტიკური ძალა შედის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ფაშინიანის პარტია მთავრობას ჩამოაყალიბებს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვირას 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა.
ცესკოს თავმჯდომარის, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის თქმით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 49,74% მიიღო, რამაც მას ახალი მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალება მისცა.
მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მეთაურობით პარტიების ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23,27% მიიღო, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის მეთაურობით ბლოკმა „სომხეთი“ - 9,9%.
რაც შეეხება ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის პარტიას „აყვავებული სომხეთი“, მან 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და 3,893% მიიღო.
ხმების კენჭისყრაში ამომრჩეველთა 58,9%-მა მიიღო მონაწილეობა.




























