დღეს, ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში პოლიციის ერთ-ერთ შენობაში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. გამოძიება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე (ტერორიზმი) მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.
პოლიციის განყოფილებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორმა თავდამსხმელმა მიიღო ჭრილობები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. СНБ სპეცრაზმმა კიდევ ერთი პირი გაანეიტრალა.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემთხვევის გარემოებების გასარკვევად ამ წუთებში მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო და საპროცესო, ასევე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები.