მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობამ 48.92%-ს მიაღწია

არჩევნები სომხეთში

სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით, ანუ კენჭისყრის დასრულებამდე 3 საათით ადრე, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.92% შეადგინა.

ამის შესახებ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, ჟირაირ კარაპეტიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იმ დროისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 1 მილიონ 224 ათას 957-მა მოქალაქემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება წინა საპარლამენტო არჩევნების მონაცემებს, როდესაც 17:00 საათისთვის აქტივობა 38.52%-ს შეადგენდა. (ხოლო ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ საათზე ამომრჩეველთა მხოლოდ 38.17% იყო გამოცხადებული).

სომხეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცედურა და პირველადი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები