სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ძირითადი განაკვეთის მოცულობამ 7.25% შეადგინა, რაც 2023 წლის ივნისის შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.
მოგეხსენებათ, 2020 წლიდან მოყოლებული, მაღალი ინფლაციის დასაძლევად, სომხეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე გადაერთო და პიკურ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთმა 10.75%-იან ნიშნულსაც მიაღწია, თუმცა მას შემდეგ ინფლაცია შემცირდა და ამჟამად მარეგულირებელი ორგანო მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ შემსუბუქებაზეა გადართული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი სომხეთში 0%-ს შეადგენს, ანუ სამომხმარებლო ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა, სწორედ ამის გამო, ცენტრალური ბანკი განაკვეთს ამცირებს.