მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა და აშშ-მ "ტრამპის მარშრუტზე" ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს - რას მოიცავს შეთანხმება?

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკვანძო სატრანსპორტო დერეფნის - ზანგეზურის კორიდორის, ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ - განხორციელებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს, სომხეთის გავლით დააკავშირებს და „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან მონაკვეთად ჩამოყალიბდება. პროექტის მართვისთვის იქმნება სპეციალური კომპანია, რომლის კონტროლსაც 49 წლით აშშ აიღებს საკუთარ თავზე, ხოლო ვაშინგტონი დერეფნის განვითარებას 145 მილიონი დოლარით დააფინანსებს - ინიციატივა, რომელიც რეგიონში მშვიდობის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სტაბილურობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები