მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში საპროტესტო აქციებზე 230-მდე ადამიანი დააკავეს - ვინ არის ოპოზიციის ლიდერი?

სომხეთი

ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

მთავარი მოთხოვნაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმების ანულირება, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს ოთხი სოფელი გადაეცა და ამასთან შეთანხმებაზე ხელის მომწერი პრემიერის გადადგომა.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს გამართულ აქციაზე 230-მდე დემონსტრანტი დააკავეს.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „დაკავებული პროტესტის მონაწილეები არ დამორჩილდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“.

პოლიცია აქციის ორგანიზატორის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის დაკავებასაც შეეცადა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობას „ტავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელობს ტავუშის არქიეპისკოპოსი ბაგრატი(გალსტანიანი). ის 26 მაისს ერევანში გამართულ მიტინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, არქიეპისკოპსს სომხეთის და კანადის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

სომხეთის კონსტიტუციით კი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები