დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის თანახმად, მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.


























