მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხური ხილით დატვირთული ასობით სატვირთო რუსეთმა საზღვარზე არ დაუშვა - სომეხი დეპუტატი

ლარსი

სომეხი დეპუტატის, ოპოზიციონერი გარიკ დანიელიანის ინფორმაციით, რუსეთი ზემო ლარსზე არ უშვებს სომხური აგროპროდუქტით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს. კერძოდ, როგორც დეპუტატი Facebook-ზე წერს, ქლიავით, ატმითა და ყურძნით დატვირთული ასობით სატვირთო საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს.

"მძღოლები აღნიშნავენ, რომ არ ეუბნებიან მკაფიო მიზეზს, რის გამოც საზღვარზე არ უშევებენ. შედეგად, სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან ჩაბმულები, უზარმაზარ ზარალს იღებენ. აღსანიშნავია, რომ სატვირთოები, რომლებიც სხვა ტიპის პროდუქტით არიან დატვირთული, ასევე ექვემდებარებიან მკაცრ შემოწმებას, რაც მათ რუსეთში შესვლას აჭიანურებს. ბევრი სატვირთო ამ დრომდე ელოდება გადაწყვეტილებას.

როგორც ყოველთვის, არ გვაქვს შესაბამისი პასუხი და ქმედება რელევანტური უწყებებისგან. აშკარაა, რომ პრობლემაა არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ, პოლიტიკური კონტექსტიც.

გილოცავთ "ტრამპის მარშრუტის" ამოქმედებას!" - წერს დანიელიანი და ვიდეოს აქვეყნებს.

საპასუხოდ, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ დეპუტატი ტყუის, როცა შეფერხებაზე საუბრობს. როგორ ის Facebook-ზე წერს, აგვისტოს თვეში რუსეთში სომხური ხილითა და ბოსტნეულით დატვირთული 762 სატვირთო შევიდა, მხოლოდ 4 მათგანი კი უკან, სომხეთში, საქართველოდან გააბრუნეს.

მისივე ინფორმაციით, ჯამურად სომხეთიდან რუსეთში აგვისტოს თვეში 2400-ზე მეტი სატვირთო შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები