მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხური ტვირთების ბლოკირება არღვევს ქართულ-სომხურ მეგობრობას და რეგიონის სტაბილურობას - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.

„სომხური ტვირთების ბლოკირება არღვევს ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას. საქართველოს უნდა ჰქონდეს ნამდვილი პარტნიორის და არა ზეწოლის იარაღის როლი. მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის რეგიონის სანდოობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ — წერს ზურაბიშვილი.

თხევადი გაზი, რომელსაც სომხეთში ავტომობილთა ძირითადი ნაწილი იყენებს, ბოლო დღეებში 40%-ზე მეტით გაძვირდა, რასაც სექტორი LPG-ის საქართველოს გავლით რუსეთიდან იმპორტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირებს - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" სომხეთის ბიურო წერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები