მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხურმა ბანკებმა რუსული MIR-ის სისტემის მომსახურება შეწყვიტეს

Mir

სომხურმა საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებმა რუსული Mir-ის საგადახდო სისტემის მომსახურება სრულად შეწყვიტეს, ინფორმაციას ქვეყნის საბანკო გაერთიანება ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შეზღუდვას ყველა სომხური კომერციული ბანკი შეუერთდა, გარდა VTB Armenia-ისა, რომელიც Mir-ის მეშვეობით ტრანზაქციების მიღებას ისევ განაგრძობს.

Mir-ის აკრძალვა პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციასთან, რომელიც ამ სისტემის მომხმარებელ ბანკებს სადამსჯელო ზომებით ემუქრება.

რაც შეეხება უშუალოდ Mir-ს, ეს არის Visa-ს, Mastercard-ისა და Amex-ის რუსული ალტერნატივა, რომელიც 2015 წელს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა. როგორც ცნობილია, Mir-ის ბარათს რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფლობს და აღნიშნული სისტემა აქტიურად გამოიყენება დსთ-ის ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები