მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს შეხვედრისთვის ემზადება

5d4d3fbcc86b2
მიხეილ ხაჩიძე
09.08.19 23:55
730
ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს შეხვედრა ერევანში გაიმართება. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთში ვიზიტისას განაცხადა, საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერების მოლაპარაკება 1 ოქტომბერს შედგება.

პაშინიანის თქმით, ის მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, მიიღოს საბჭოს წევრი ქვეყნების მეთაურები და საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ეკონომიკურ ასპექტებსა და თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრონ.


როგორც ცნობილია, ერევნის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში თავმჯდომარეობა სომხეთს გადაეცა. კავშირში ამ დროისათის, სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და რუსეთს აერთიანებს.


ცნობისათვის; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. ორგანიზაცია თავისი წევრი ქვეყნებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები